დონალდ ტრამპის თქმით, 40 წელია ცნობილია, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება
დონალდ ტრამპის თქმით, 40 წელია ცნობილია, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ამისა, ეს საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების განხილვის ფარგლებში, მაინც დაისვა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სხვადასხვა ტერიტორიის დათმობასა და სხვა დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან გამოხატული მზადყოფნა, რომ ცეცხლი შეწყვიტოს, დამაიმედებელია. ტრამპი პუტინთან შეხვედრისა და საუბრის სურვილს გამოთქვამს.
