„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ 2024 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ 2024 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. პროგრამის გამარჯვებულებს ჯილდო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გადასცა. ალექსანდრე წულაძემ მათ მიღწეული წარმატება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა წლის საუკეთესო პროფესიული განათლების სტუდენტი; პროფესიული განათლების მასწავლებელი; პროფესიული განათლების პროგრამა; პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, ფინალისტებს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური პრიზები გადასცეს.
