ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წლების განმავლობაში, ჰემოდიალიზის დაფინანსების მოდელი და ტარიფი უცვლელი იყო, დღეს კი აღნიშნული ტარიფი გაზრდილია. შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითა და პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
