გიორგი მიქაუტაძემ საფეხბურთო კლუბ “ლიონის” შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა
გიორგი მიქაუტაძემ საფეხბურთო კლუბ “ლიონის” შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ევროპა ლიგის საპასუხო მერვედ ფინალში “ოლიმპიკმა” საკუთარ სტადიონზე “სტიაუა” 4:0 დაამარცხა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა კი 2 გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ევროპა ლიგის მეოთხედ ფინალში “ლიონის” მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება, მომდევნო შეხვედრას კი მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები საფრანგეთის ჩემპიონატში საკუთარ სტადიონზე “ლე ავრთან” გამართავენ - თამაში კვირას, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.