უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა
უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა. ცნობას ბლუმბერგი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი დათმობაზე მას შემდეგ წავიდა, რაც მათი მოთხოვნით, სანქციების სიიდან, სამი ადამიანი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან ეს პირები. „ბლუმბერგის“ ცნობით ევროკავშირმა ეგრეთ წოდებული წერილობითი პროცედურა დაიწყო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 6 თვით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
