ვაშინგტონი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის მცდელობის ფონზე, მოსკოვზე წნეხს აძლიერებს
ვაშინგტონი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის მცდელობის ფონზე, მოსკოვზე წნეხს აძლიერებს და რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს. ცნობას "სი ბი ეს" ნიუსი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ საბანკო სისტემებზე წვდომის შეზღუდვა, სხვა ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის შეძენას გაართულებს.
