პარლამენტი ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
პარლამენტი ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. მოსმენა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ცვლილებების შედის სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებსა და კიდევ სხვა კანონებში. პროექტის მიხედვით, რეგულაციები მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მცირე და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი ერთნაირად გამკაცრდება და 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გაითვალისწინებს.
