ტერორიზმისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორიზმისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა. ჩვენმა ქვეყანამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საერთაშორისო შეფასებებმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გააუმჯობესა და საუკეთესო, ანუ ბოლო მეასე ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. საქართველო ტერორისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგი 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
