რეკრეაციული სივრცეები
სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსებს შორის, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე სკვერი ეწყობა. პროექტისთვის 40-მდე უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი გახდა საჭირო. ახლა კი იქ ბავშვებისთვის ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები და ტრენაჟორები განთავსდება. სამუშაოებისთვის ორი მილიონი ლარია გამოყოფილი
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
