რადიკალური სექტორი
უცხო ძალებისგან მართული არასამთავრობო სექტორი, რომელიც გამჭვირვალობას გაურბის, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფონზე დაფინანსების წყაროებისა და დაფინანსების მექანიზმების ალტერნატიულ სქემას ალაგებს. ეს ნათლად ჩანს რადიკალური პოლიტიკის დამფინანსებელი ენჯეოების საქართველოდან სხვა ქვეყნებში გადარეგისტრირების მაგალითებზეც. მათი მთავარი მიზანი რომ უცხოური ფულის რევოლუციების მოწყობაში დაბანდებაა, ISFED-ის სკანდალმაც გვაჩვენა. ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში უკვე შეაფასეს, როგორც საარჩევნო თაღლითი. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მათ პივიტი, ანუ პარალელური ხმების დათვლის შედეგები მოსთხოვა, ISFED-მა საგამოძიებო უწყებას პივიტი პივიტის გარეშე გადასცა და ისიც 10 დღის დაგვიანებით. მეტიც, მონაცემები ჯერ კიდევ 6 თვის წინ უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა დღის სინათლე დოკუმენტს ამ დრომდე არ უნახავს. მიზეზი მარტივია, არჩევნებზე მათ მიერ ჩატარებული პარალელური ხმების დათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს დაემთხვა, რაც გარე დამკვეთებისა და რადიკალების ინტერესებში არ ჯდება
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
