„ამერიკის მთავრობაში მასშტაბური თაღლითობისა და ბიუჯეტის ფლანგვის დასრულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“ - წერს ილონ მასკი და საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენების შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს
ამერიკის მთავრობაში მასშტაბური თაღლითობისა და ბიუჯეტის ფლანგვის დასრულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა - წერს ილონ მასკი და საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენების შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, 2024 წელს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურმა დაადგინა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ყოველწლიურად, თაღლითობის, ფლანგვისა და ფინანსების ბოროტად გამოყენების გამო, ქვეყანა 233-დან 521 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხას კარგავდა
