უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. პიტერ სიიარტოს თქმით, როდესაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი გამოვიდა და სამშვიდობო მისია წამოიწყო, ევროკომისიის პრეზიდენტმა იგი რუსეთის ინტერესების გამტარებლად შერაცხა. ახლა კი ამერიკის შეერთებული შტატების ამავე ინიციატივას ურსულა ფონ დერ ლაიენი იწონებს. სიიარტო აღნიშნავს, რომ უნგრეთი ჯერ კიდევ სამი წლის წინ ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას და ევროკავშირს მთელი სამი წელი უნგრეთი რომ არ ელანძღა, უკრაინის ომში ნაკლები ადამიანის სიცოცხლე დაიკარგებოდა
