Reuters: ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეს იძიებს
ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეს იძიებს. Reuters-იs ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის მიზნით რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა 21 სხვადასხვა ადგილას. მათ შორის ბელგიის სხვადასხვა რეგიონში, ასევე პორტუგალიაში. ჩხრეკის დროს პოლიციამ რამდენიმე დოკუმენტი და ნივთი ამოიღო. გამოძიების მთავარი ობიექტების ვინაობა და მათი თანამდებობები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ანაზღაურების ან საჩუქრების სანაცვლოდ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარებას
