რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა უკრაინელ სამხედროებს დასვენებისა და გადაჯგუფების საშუალებას მისცემს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა უკრაინელ სამხედროებს დასვენებისა და გადაჯგუფების საშუალებას მისცემს. უშაკოვის თქმით, მოსკოვის მიზანი საკითხის არა ხანმოკლე, არამედ გრძელვადიანი მოგვარებაა. პუტინის თანაშემწემ ეს არგუმენტები თეთრი სახლის მრჩეველს მაიკ უოლცს ტელეფონით უთხრა. რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინაში ევროპის სამშვიდობო ჯარების განლაგებასაც. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა
