დონალდ ტრამპმა ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მტრულ და ძალადობრივ სატარიფო პოლიტიკაში დაადანაშაულა
დონალდ ტრამპმა ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მტრულ და ძალადობრივ სატარიფო პოლიტიკაში დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ევროპული ბლოკის შექმნის ერთადერთი მიზანი, ამერიკის შეერთებული შტატების ბოროტად გამოყენება იყო. დონალდ ტრამპის განცხადებით, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა ამერიკულ ვისკიზე 50 პროცენტიანი ტარიფი დააწესა. ამერიკის პრეზიდენტი ბრიუსელს აფრთხილებს, რომ თუკი ამ ტარიფს დაუყოვნებლივ არ მოხსნიან, ამერიკა ფრანგულ თუ სხვა ევროპულ ღვინოზე, შამპანურზე და ყველა სახის ალკოჰოლურ სასმელზე 200 პროცენტიან ტარიფს დააწესებს
