მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ სასამართლოს მიმართავს
მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ სასამართლოს მიმართავს. საუბარია გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე. სიემსის სახელით დღეს სასამართლოს ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა მიმართა. კომპანიამ ოფიციალური განცხადება 7 მარტს გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ სიემსი მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. კომპანია გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნით: შუქრუთის მაღაროს ერთწლიანი პარალიზება, გერმანული ავტორიტეტული კომპანიის „დიემთის“ დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება არარენტაბელურია და კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო სიემსიმ თებერვალში ვეღარ მოახერხა ხელფასების გასტუმრება, რადგან ბანკებმა სესხის გაცემაზე კომპანიას უარი უთხრეს. გაჩერებული წარმოების პირობებში სიემსიმ, მხოლოდ ხელფასების სახით, 83 მილიონამდე ლარი გასცა
