პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრეს
პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრეს. ქვეყნის პირველი პირები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. ექვსი იდენტიფიცირებული, რომელთაგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს
