„როიტერსის“ ცნობით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შესაწყვეტად საკუთარი პირობების ნუსხა წარუდგინა
„როიტერსის“ ცნობით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შესაწყვეტად საკუთარი პირობების ნუსხა წარუდგინა, რომელსაც მხარეები პირადი და ონლაინ მოლაპარაკებებისას უკვე 3 კვირაა განიხილავენ. „ვაშინგტონ პოსტი“ კი წერს, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც რუსული მოთხოვნების სიას შეიცავს. გამოცემის მტკიცებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის დასრულება 2026 წლამდე შეუძლებელია. დოკუმენტის მიხედვით, ცეცხლის შესაწყვეტად მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის აღიარებას, უკრაინის ტერიტორიაზე ბუფერული ზონების შექმნას, კიევისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და უკრაინის ხელისუფლებაში ცვლილებებს ითხოვს.
