ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობის ფინალურ აქტს უახლოვდება
ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობის ფინალურ აქტს უახლოვდება. ამ შინაარსის სტატიას „ფაინენშალ ტაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ამაზე უკრაინელი მაღალჩინოსნები ანონიმურად ესაუბრნენ. სტატიის თანახმად, კიევში პოლიტიკური წრეები უკვე განიხილავენ, კიდევ რამდენი ხანი დარჩება ზელენსკი ხელისუფლებაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც თეთრ სახლში ვიზიტის დროს განცდილი კრახის შემდეგ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს, სინამდვილეში არჩევნებისთვის სამზადისი და ალიანსების ფორმირება დაიწყეს. „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ზოგიერთი უკრაინელი ოპოზიციონერი უკვე ტრამპის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა.
