სომხეთის ნაკრებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის "ბე" დივიზიონის პლეი ოფის შეხვედრებისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია
სომხეთის ნაკრებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის "ბე" დივიზიონის პლეი ოფის შეხვედრებისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია. ვილი სანიოლმა მომავალი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის მხოლოდ ერთი დებიუტანტია ლუკა ლაცაბიძე. ხვალ საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება, მზადებას კი ეროვნული გუნდი 17 მარტიდან დაიწყებს. სომხეთ - საქართველოს პირველი თამაში 20 მარტს ერევანში, საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში შედგება.
