ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ხოლო ოთხს ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამებაში იმყოფებოდნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 90-იან წლებში ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა.
