უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, უკრაინული ჯარები კურსკის ოლქში თავდაცვის ხაზს იმდენ ხანს შეინარჩუნებენ, რამდენიც საჭირო და მიზანშეწონილი იქნება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, უკრაინული ჯარები კურსკის ოლქში თავდაცვის ხაზს იმდენ ხანს შეინარჩუნებენ, რამდენიც საჭირო და მიზანშეწონილი იქნება. სირსკის განცხადებით, ქალაქ სუჯის გარეუბნებსა და მის მიმდებარე რაიონებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა თქვა, რომ დღეისათვის რუსული ძალები უკრაინელების მიერ 2023 წლის აგვისტოში დაკავებული კურსკის ტერიტორიის 86 პროცენტს უკვე აკონტროლებენ. რუსეთის მედიამ კურსკში პუტინის ვიზიტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
