პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა
პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 33 შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. შეტაკებისას ასევე დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 ჯარისკაცი. გატაცებულ სამგზავრო მატარებელში 450 ადამიანი, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების 100 თანამშრომელი იმყოფებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“ აიღო.
