ტრამპი: „რუსეთმა ბუშისგან საქართველო მიიღო, ობამასგან - ყირიმი, ბაიდენისგან ყველაფრის აღება სცადა, ჩემგან კი არაფერი მიუღია“
„რუსეთმა ბუშისგან საქართველო მიიღო, ობამასგან - ყირიმი, ბაიდენისგან ყველაფრის აღება სცადა, ჩემგან კი არაფერი მიუღია“. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს რუსეთზე ფინანსური წნეხის გაძლიერება შეუძლია, რასაც არ აკეთებს, რადგანაც უკრაინაში მშვიდობის მიღწევა სურს.
