ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთს ჯერ პასუხი არ აქვს
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთს ჯერ პასუხი არ აქვს. კრემლის პრესმდივნის თქმით, ამისათვის მოსკოვმა ჯერ დეტალური ინფორმაცია უნდა მიიღოს საუდის არაბეთში ამერიკასა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ. დიმიტრი პესკოვის თქმით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი, რუსეთისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით გეგმავენ ინფორმაციის მიწოდებას. კრემლის პრესმდივანი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებასაც.
