ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არამიზნობრივი ხარჯების შემცირების ფარგლებში, ლგბტ თემის მხარდამჭერი რამდენიმე გრანტი გაუქმდა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არამიზნობრივი ხარჯების შემცირების ფარგლებში, ლგბტ თემის მხარდამჭერი რამდენიმე გრანტი გაუქმდა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ცნობით, ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გააუქმა ტრანსგენდერი მოზარდების ორსულობის პრევენციის პროგრამაზე გამოყოფილი 620 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი , ასევე ლათინო-ამერიკელი სექსუალური უმცირესობებისთვის გამოყოფილი 740 ათასი დოლარი. გაუქმდა ლგბტ ახალგაზრდების სექსუალური ჯანმრთელობის შეფასების ერთ-ერთი პროგრამაც.
