თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ოპერირებას ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს.
