პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა დაეფუძნება
მოქმედი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა დაეფუძნება. კომისიის სხდომა დღეს გაიმართა და ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.
