ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფებს აწესებს
ევროკავშირი 28 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფებს აწესებს. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, დამატებითი გადასახადები შტატების ეკონომიკურ მასშტაბებს შეესაბამება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სატარიფო ომის ფონზე პროდუქტებზე ფასები როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიმატებს. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში დღეს შევიდა.
