ემანუელ მაკრონი მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება დაიწყონ
ემანუელ მაკრონი მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება დაიწყონ. ლე ფიგაროს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში, ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. გამოცემის ცნობით, მაკრონმა განმარტა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების ფონზე, რეალურ გეგმაზე გადასვლაა აუცილებელი, რათა ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები განისაზღვროს.