დონალდ ტრამპმა ტესლას ავტომობილი შეიძინა და ილონ მასკისადმი მხარდაჭერა გამოხატა
დონალდ ტრამპმა ტესლას ავტომობილი შეიძინა და ილონ მასკისადმი მხარდაჭერა გამოხატა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ბოლო დროს, მთავრობის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავების მიმართულებით საქმიანობის გამო, ილონ მასკი და მისი კომპანია თავდასხმების სამიზნედ იქცა. მასკის საქმიანობის გასაპროტესტებლად, ბოლო დღეებში ტესლას შოურუმებს შტატებში მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაწვეს ელექტრომობილები და მათი დამტენი სადგურები.
