ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტში მასობრივი შემცირებები დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტში მასობრივი შემცირებები დაიწყო. 21 მარტიდან, სამუშაო ძალის ნახევრის - ანუ ორი ათას ასამდე თანამშრომლის გაშვება იგეგმება. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფედერალური მთავრობის შემცირების ფარგლებში, განათლების დეპარტამენტის სრულად გაუქმება სურს. დონალდ ტრამპის თქმით, განათლების სისტემის მართვა არა ცენტრალური ხელისუფლებიდან, არამედ ინდივიდუალურ შტატებში, ადგილობრივ დონეზე უნდა მოხდეს.
