შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, თებერვალში, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის 85 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, თებერვალში, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის 85 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით გააძევეს. მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ. საუბარია ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ჩინეთის, სომხეთის, ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მიანმარის, ლიეტუვის, ისრაელისა და კამერუნის მოქალაქეებზე.
