შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. არიან, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.