საქართველოს მწერალთა სახლი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და კულტურული პროგრამით მონაწილეობს
საქართველოს მწერალთა სახლი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და კულტურული პროგრამით მონაწილეობს. ლიტერატურულ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იქნება საბალეტო პერფორმანსი, მუსიკალურ ნომერი, აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს. უკვე გაიმართა პროფესორ დავით მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიას ეძღვნება. პრეზენტაციაზე საბალეტო დასმა წარმოდგენაც გამართა.
