სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა. პროექტში მონაწილეობდა საქართველოს 60 მოქალაქე. კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა, მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა და მათ წარმატება უსურვა. პროექტის მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან და წამყვან ექსპერტებთან. შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა, მათ გააცნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები. პროექტი მიზანია, მსმენელებს გაუღრმაოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.
