საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ბოჭორიშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა შემაშფოთებელია. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კონფლიქტები ზემოქმედებას ახდენს ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ გამკლავება ძალადობასთან.
