საქართველოში დაბრუნებული ნახატები
სხვადასხვა პერიოდის 2 ნამუშევარი, რომლებიც გასაბჭოებამდე საქართველოში ინახებოდა, კულტურის სამინისტრომ, სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში დააბრუნა. მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელი ავტორის „ქრისტეს ოთხი მოციქული“ სამინისტრომ იტალიაში, ვეერმანის „ლარნაკი ყვავილებით“ კი ბელგიაში შეიძინა. ნიდერლანდური სკოლის მე-17 საუკუნის ნიმუში უკვე სასახლის გოტიკურ დარბაზშია წარმოდგენილი, „ქრისტეს ოთხი მოციქული“ კი კონსერვაციის დასრულების შემდეგ ამავე სივრცეში გამოიფინება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
