ჭიათურის მაღარო - შეხვედრა
ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობა განიხილა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელობამ ჭიათურაში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებთან. მთავარი საკითხი შუქრუთის მაღაროს პარალიზებაა, რის გამოც კომპანია მადნის 70 პროცენტს ვეღარ მოიპოვებდა, დასაქმებულებს კი ხელფასის 100 პროცენტი ბანკებიდან აღებული კრედიტებით ერიცხებოდათ. გაჩერებული წარმოების პერიოდში კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით ჯამში, 83 მილიონამდე ლარი გასცა. ამავე შეხვედრაზე საწარმოების ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია გერმანული ავტორიტეტული საკონსულტაციო ფირმის დასკვნის შესახებაც, რომელიც ადასტურებს, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით.
