სესია და შეხვედრები გაეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროში. მაკა ბოჭორიშვილი ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. მინისტრი სესიის მონაწილეებს მიმართავს, დაესწრება ქალთა სტატუსის კომისიის და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა. დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების აღსრულებაში, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც.
