უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე 30 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ
უკრაინის სამხედრო დახმარებისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე 30 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ. საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპისთვის ახლა გარდამტეხი მომენტია და ბლოკმა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს. მინისტრის თქმით, საფრანგეთი უარს იტყვის უკრაინის ნებისმიერი სახით დემილიტარიზაციაზე, რადგან მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიის სიძლიერე დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. პარიზის ფორუმის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დაკარგვის შემთხვევაში, ევროპული თავდაცვის გაძლიერების გზების გამონახვაა.