ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის უსაფრთხოების კრიზისზე საუბრობს
„ევროპის უსაფრთხოების წესრიგი შეირყა, ილუზიები კი დაიმსხვრა“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის უსაფრთხოების კრიზისზე საუბრობს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ევროკავშირის დაუყოვნებლივ გადაიარაღება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ფონ დერ ლაიენის თქმით, ილუზიაა ის, რომ ევროპა ამერიკის დაცვის ქვეშ უსასრულოდ დარჩებოდა. ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვი რჩება მტრულად განწყობილ მეზობლად, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ ძლიერი შეკავების პოლიტიკა გაჭრის. ფონ დერ ლაიენის თქმით, საჭიროა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.
