ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში კონფერენციაზე მიიწვია
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში კონფერენციაზე მიიწვია. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქს 17 მარტს დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში ესტუმრება. ბოლო რამდენიმე დღეში სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ლატაკიისა და ტარტუს რეგიონებში, სადაც ასადის მხარდამჭერი ალავიტებიც ცხოვრობენ, სირიის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ასობით ადამიანი მოკლეს. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა საშუალოდ 1300-ს აღემატება.