ფიზიკის მასწავლებლები ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირებას გაივლიან
ფიზიკის მასწავლებლები ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. ინიციატივა განათლების სამინისტროს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. სტაჟირების გასავლელად კონკურსის წესით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, 10 პედაგოგი შეირჩა. მასწავლებლები აიმაღლებენ კვალიფიკაციას, გაეცნობიან მასშტაბური პროექტების მიმდინარეობას და ჩაერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებაში. ადგილზე პედაგოგებს ლექციებს ჩაუტარებენ როგორც ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ასევე სპეციალურად მათთვის სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრიდან მოწვეული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები.
