ბუდაპეშტში მწვანე შუა დერეფნის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მონაწილეობით, ბუდაპეშტში მწვანე შუა დერეფნის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა. განიხილეს მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი სფეროები. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.
