მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან კონკრეტულ დირექტივებს ელოდებიან და სწორედ ამ დირექტივების შემდეგ გაირკვევა, მიიღებენ თუ არა ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან კონკრეტულ დირექტივებს ელოდებიან და სწორედ ამ დირექტივების შემდეგ გაირკვევა, მიიღებენ თუ არა ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე მკაფიო პოზიციას არ გამოხატავენ, თუმცა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო საუბრის ერთ-ერთი თემა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე. პარალელურად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“.
