პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის განცხადებაზე წერს
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის განცხადებაზე წერს. აქვეყნებს ბაია პატარაიას სტატუსს, სადაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ასევე ურთავს ფოტოს, რომელიც საფრანგეთის ელჩის საფარში სტუმრობას ეხება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა ფრანგ მინისტრს საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს, რომლებიც მას მსგავსი ლექსიკით მოიხსენიებენ. ფაქტს მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.