ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელი მკაცრდება, გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც
ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელი მკაცრდება, გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც. „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის რეფორმას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებები მზად არის. მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი უთანაბრდება დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაღებისთვის სასჯელს. საუბარია 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაზე. ნარკორეალიზატორისთვის ან გავრცელებაში დამხმარე პირისთვის ქონების ჩამორთმევა გახდება შესაძლებელი. პირველი ივნისიდან კი ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე ან ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თავს არიდებაზე პიროვნებას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ასევე, საჯარო და პედაგოგიურ სამსახურში საქმიანობის უფლება.