პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის -კერძოდ, ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შედეგის მიღწევისა და ამ ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ.
