რუსეთის კურსკის ოლქში მძიმე ბრძოლებია
რუსეთის კურსკის ოლქში მძიმე ბრძოლებია. ოლქიდან უკრაინელი სამხედროების გასვლას არ გამორიცხავენ უკრაინის რადაში. რადის თავდაცვის კომიტეტის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის კურსკში მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, მათ პოზიციებს რუსული არმია რამდენიმე მიმართულებით უტევს. მისი თქმით, რუსეთის არმია უკრაინელების ალყაში მოქცევას ცდილობს და ამის თავიდან არიდების მიზნით, შესაძლოა სამხედრო ხელმძღვანელობამ მათი უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
